რუსული პროცესი - გიორგი ვაშაძე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესების განახლებაზე

02.06.21 15:40
რუსული პროცესი - გიორგი ვაშაძე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესების განახლებაზე

რუსული პროცესი - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სასამართლო პროცესების განახლებას. მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოს შესაცვლელად ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. 

ამ დოკუმენტით შეგვიძლია, მოვითხოვოთ ის, რაც არის ამ დოკუმენტში ჩასმული. რაც შეეხება გამოძიებების გაგრძელებას, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პოლიტიკური ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ არ ვილაპარაკოთ გაჭირვებაზე, შიმშილზე და ატარონ პოლიტიკოსები სასამართლოებში. ეს ხომ რუსული პროცესია მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.