ბიზნესმენის დაჭრა საგარეჯოში - დაკავებულია ერთი პირი
საგარეჯოში ბიზნესმენ დავით აზარიაშვილის დაჭრის ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ა.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავაბიან.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს"- აცხადებენ უწყებაში.