ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა - მეუფე ნიკოლოზი

02.06.21 16:12
ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა - მეუფე ნიკოლოზი

"ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა" - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა "ტვ პირველთან" ისაუბრა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვები არიან "იმაზე უკეთეს პირობებში, რაშიც იყვნენ":

იქ ქრისტიანული სასწავლებელია, ანუ პანსიონი, ბავშვთა თავშესაფარი, სადაც არიან ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვები. წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა", – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მეტანია ბავშვის დასჯას არ ნიშნავს: 

მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია? რომ არ გაგიკეთებიათ, იმიტომ ამბობთ.

როგორ შეიძლება, მეტანია დასჯის მეთოდი იყოს? გინდათ მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს? მეტანია ლოცვის ატრიბუტია, მამაო ჩვენოს რომ იტყვის და პირჯვარს გადაიწერს ადამიანი, დავსაჯე?! მეტანიის გაკეთება დასჯა არ შეიძლება იყოს"- მიმართა სასულიერო პირმა ჟურნალისტს. 

 მან მედიას ბავშვების უფლებების გაშუქების სტანდარი დაუწუნა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს "დღის ამბების" წამყვანმა, შესთავაზა შეუშვან მედია, კონკრეტულად "ტვ პირველი" პანისონატში, რაზეც   მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ "ტვ პირველს" დაწესებულებაში "არავითარ შემთხვევაში არ შეუშვევს". 

 

მსგავსი სიახლეები