სპეცოპერაცია ოდესაში - დაკავებულია ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე

02.06.21 16:52
სპეცოპერაცია ოდესაში - დაკავებულია ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე

ოდესის ოლქში უკრაინის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ. საქმე ეხება ჩეხეთში მომხდარ ფაქტს, როცა ქართველმა ჩეხეთის ტერიტორიაზე მოქალაქეს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით,  მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა ის ბორანზე საკუთარი მანქანით შევიდა, ის უკრაინიდან რუმინეთში გადასვლას ცდილობდა. 

სასაზღვრო პოლიციამ გაარკვია, რომ 40 წლის საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთის პოლიცია ეძებდა.

დაპატიმრებული მესაზღვრეებმა ეროვნულ პოლიციას ჩააბარეს.