ქუთაისის სასამართლოში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულების პროცესი დაიწყო

02.06.21 17:26
ქუთაისის სასამართლოში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულების პროცესი დაიწყო

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სამართლო რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერების საქმეს განიხლავს.

დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. ადვოკატ დალი სულაქველიძის ინფორმაციით, მათ ბრალდებას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასიანი გირაო შესთავაზეს.

საქმეში არ არსებობს არც ფაქტობრივი, არც სამართლებრივი საფუძვლები აღკვეთის ღონისძიებების, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების შესასრულებლად სასამართლოს ჩვენ ვთავაზობთ 5000 ლარიან გირაოს, - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებული აქტივისტის, ელდარ ანთაძის, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანი, ვინც დროებითი მოთავსების  იზოლატორთან აქციას ატარებდა და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვდა, მისგან მიმალვის საფრთხე არსებობდა, ადამიანი უშუალოდ პოლიციის სამმართველოს წინ ატარებდა აქციას, ასეთის მიმართ პატიმრობა გამოიყენეს. ელდარ ანთაძე მაშინ დააკავეს, როცა 6 დაკავებულის გასათავისუფლებლად აქციას ატარებდა და ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, ესეც იყო დამნაშავეო - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

7  დაკავებულს გამოძიება ძალადობას და ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. მათი ნაწილი გომალურის უწყებამ ბათუმში დააკავა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-ვე  ბრალდებულს  4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

რიონის ხეობის მცველები 12 მაისს ნამოხვანის აქციაზე მომხდარ ძალადობას გაემიჯნენ.