გორში 14 წლის გოგონას ეძებენ

02.06.21 18:08
გორში 14 წლის გოგონას ეძებენ

პოლიცია 14 წლის მოზარდს ეძებს. არასრულწლოვანი  2 დღის წინ გორიდან გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, მოზარდი სოფელ ტინისხიდში ცხოვრობს. 

არსებული ინფორმაციით, გოგონა 31 მაისს დედასთან ერთად გორში იმყოფებოდა. დედა ბანკში შევიდა, გარეთ გამოსულს კი 14 წლის შვილი გარეთ არ დახვდა.