სისხლიანი გარჩევა სახელმწიფო ცეკვის ანსამბლში - მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს დანა გულში ჩაარტყეს

02.06.21 19:23
სისხლიანი გარჩევა სახელმწიფო ცეკვის ანსამბლში - მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს დანა გულში ჩაარტყეს

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, 21 წლის  ლაშა სახეჩიძე გულში დაჭრეს. 

21 წლის  ლაშა სახეჩიძეს ჩასაფრება თბილისის ცენტრში მოუწყვეს. რეპეტიციიდან გამოსულ მოცეკვავეს თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა და სავარაუდოდ, ცეკვის ხანჯალი გულში ჩაარტყა. 

დაჭრილი ამ დრომდე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მართვითი  სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

აფხაზეთის სახელმწიფო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში ამტკიცებენ, რომ შეიარაღებული თავდასხმა სარეპეტიციო დარბაზს მიღმა მოხდა და პასუხისმგებლობას თავიდან იხსნიან. ლაშა სახეჩიძე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა.

 


 

მსგავსი სიახლეები