თაღლითური სქემა Facebook-ზე - "კოკა-კოლა" მომხმარებლებს აფრთხილებს

02.06.21 19:36
თაღლითური სქემა Facebook-ზე - "კოკა-კოლა"  მომხმარებლებს აფრთხილებს

კოკა-კოლა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია გათამაშებას ატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება და თაღლითური სქემის ნაწილია.

კომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ შსს-ს უკვე შეატყობინეს და გამოძიება დაწყებულია.

აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - წერიას კომპანიის განცხადებაში.

facebook-ზე კომპანია კოკა-კოლას სახელით ბმული ვრცელდება, სადაც მომხმარებელს პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ. 

მსგავსი სიახლეები