მამას, რომელმაც შვილს დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

03.06.21 10:50
მამას, რომელმაც შვილს დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

მამას, რომელმაც შვილს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დანით 9 ჭრილობა მიაყენა, 14-წლიანი პატიმრობ მიესაჯა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს,  იმ მიზეზით, რომ  როგორც მამას და მამაკაცს ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა, ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა. 

ირკვევა, რომ გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. 


სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები