ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაზი ჰაერში იფრქვევა

03.06.21 11:14
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაზი ჰაერში იფრქვევა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გაზი ჰაერში იფრქვევა, თუმცა ირგვლივ ინტენსიური მოძრაობაა და ქვეითებთან ერთად ავტომობილებიც გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია და "სოკარის" წარმომადგენლები ავარიიდან დაახლოებით 6 წუთში მივიდნენ.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანება გზის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები