თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა, პირდაპირ იკითხება ივანიშვილის კვალი - გიგი უგუალავა სასამართლოში მივიდა

03.06.21 11:14
თეთრი ძაფით  ნაკერი საქმეა,  პირდაპირ იკითხება ივანიშვილის კვალი - გიგი უგუალავა სასამართლოში მივიდა

პოლიტიკური სპექტრი დაკავებების ახალი სერიის მოლოდინშია. ძიუდოისტის ცემის საქმეზე პროცესზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავა უკვე მივიდა. პოლიტიკოსი აღნიშნულ საქმეს ცინიკურსა და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და მასში ივანიშვილის ხელი ურევია.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ოლიგარქი მასზე შურისძიებას გინების გამო ახორციელებს. 

პროკურატურა, სასამართლო რას იზამს, ამაზე მარჩიელობა ძნელია და თუ პრაქტიკიდან გავითვალისწინებთ, არაფერია გამორიცხული, თუმცა 8 საქმეს შორის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ჩემს წინააღმდეგ ამ 9 წლის განმავლობაში აქვს აღძრული, ეს ყველაზე ეგზოტიკური, ცინიკური და ამავე დროს სასაცილოც არის, იმიტომ, რომ ბავშვიც კი მიხვდება იმას, რომ ვერ შევძლებდი ამდენი ეპოლეტების მქონდე ადამიანის ცემას. მეორე არის ის, რომ კამერები, მოსამართლემ არ ამოიღო და მესამე არის ის, რომ იქ იდგა კაცი, ეს არის ოქმში, რომელსაც სანამ დაიწყებოდა ინციდენტი, უკვე დაწყებული ჰქონდა გადაღება და მერე შედის ის სუს-ის ოთახში. თეთრი ძაფით არის ნაკერი ეს საქმე. პირდაპირ იკითხება ივანიშვილის კვალი. ასეთი ცინიკური არის პუტინის რეჟიმი თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ, - ამბობს უგულავა. 

დღესვე საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესია ჩანიშნული. სასამართლო სხდომა 12 საათზე გაიმართება. ადგილზე მისვლას პოლიტიკოსებიც გეგმავენ. 
 

მსგავსი სიახლეები