ცხოვრება ისევ გაძვირდა - მაისში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს, 7.7%-ს მიაღწია

03.06.21 12:03
ცხოვრება ისევ გაძვირდა - მაისში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს,  7.7%-ს მიაღწია

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა (42.7%). 

ზეთი და ცხიმი - 42.7 %,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 13.7 %
რძე, ყველი და კვერცხი - 8.0 %,
ყავა, ჩაი და კაკაო - 8.0 %,
თევზეული - 7.6 %
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.2 %,
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 6.0 %,
პური და პურპროდუქტები - 5.8 %.
ბოსტნეული და ბაღჩეულზე -23.3 %, ხილი და ყურძენზე -20.9 %

მსგავსი სიახლეები