მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.