წამით წარმოიდგინეთ... - გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონზე

03.06.21 12:49
წამით წარმოიდგინეთ... - გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონზე

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მშვენიერაძე იმ შედეგებს განიხილავს, რომელიც სამღვდელოებისა და ხელისუფლების მხრიდან მოჰყვებოდა, თუკი ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე ფაქტი იეჰოვას მოწმეთა, ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში დაფიქსირდებოდა.

წამით წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობდეს ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე იეჰოვას მოწმეთა, ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში მომხდარი ფაქტის გამო.
სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა, სოფელ-სოფელ მოკრებდნენ მღვდლები მრევლს, მძიმე ჯვრებითა და კომბლებით გაუდგებოდნენ გზას ნინოწმინდისკენ. დასავლეთიდან მომავალ ნაკადს ბორჯომში ვასაძე-ფალავანდიშვილი-კორკოტა შეუერთდებოდათ, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილები.
იქ მისვლას მათ სპეცრაზმი მიასწრებდა და სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაციას ჩაატარებდა. სახელისუფლებო პოლიტიკოსები ბართლომეს ღამეების საჭიროებას დააანონსებდნენ და ისეთ გარემოს შექმნიდნენ, ჰერცოგ გიზებს შეშურდებოდათ.
პროკურატურა ყოველ 2 საათში ბრიფინგს გამართავდა, ხოლო ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ბავშვების გამოძიებაში მიცემული ჩვენებების კინოჩვენებას მოაწყობდა რეგიონებში, სკოლის მოსწავლეებისთვის.
და რა ხდება ახლა? წელში გეიმართნენ და დეიწყეს გალობა. ჩვენ ვიძახით ბავშვები, ხალხო, ბავშვები. ესენი კიდე გალობენ,
- წერს უფლებადამცველი.