ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე - ელენე ხოშტარია

03.06.21 12:55
ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე - ელენე ხოშტარია

მოძრაობა ,,დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღსაზრდელთა უფლებების დასაცავად პროკურატურასთან აქციას აანონსებს.

ყოველ დღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ! 
დღეს 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 4 საქმეზე მიდის გამოძიება, მათ შორის, გაუპატიურების საქმეზეც.