ხანძარი ეროვნულ არქივში - რა ბედი ეწია ქართულ კინემატოგრაფიულ საგანძურს?
ამ დრომდეე უცნობია რა მასშტაბის ზიანი მიადგა ეროვნულ არქივს. ფირების საცავში გაჩენილი განძრის გამო ნიტროფირებია დამწვარი. მასალა, სადაც სავარაუდოდ, ძველი ქართული ფილმები იყო ჩაწერილი. ნიტროფირი თვითაალებადი მასალაა, რის გამოც, მას ცალკე შენობაში ინახავდნენ.
რა ბედი ეწია მეოცე საუკუნის ქართულ კინემატოგრაფიულ საგანძურს?? ეროვნულ არქივში ამბობენ, რომ ფირები გაციფრულებულია. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მათი თქმით, ბევრი სტორიული კინოფირის ციფრული ვერსია არ მოიპოვება.
სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ ეს მასალები, აალების შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ, ტოქსიკურ ნამწვავ აირებს გამოყოფენ. ხანძრის შორი-ახლოს მყოფი ხალხის ინფორმირებაზე კი გუშინ არავის უფიქრია.
რა მოხდა, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და არა მარტო პასუხის, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. დიდი მასშტაბის ხანძარი იყო და ეს ნამწვავიც, რა თქმა უნდა, იყო ტოქსიკური გამონაბოლქვი, რომელიც გაუჯდა ირგვლივ მთელ კვარტალს და არავის არავინ გაუფრთხილებია, რომ მორიდებოდნენ ამას და ითუმეტეს, სანამ ეს გამონაბოლქვი იქნებოდა, რომ საერთოდ აფეტქების საფრთხე იყო. სრული კატასტროფაა ეს, რაც მოხდა გუშინ, რაც აჩვენებს, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო სისტემის არცერთი რგოლი აღარ არსებობს, - ამბობს „საბჭთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ნიტროფირებს სპეციალურ შენახვა და დაცვა სჭირდება და ხანძრის გაჩენის საკითხიც გასარკვევია.
ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ეს არ არის შემთხვევითი.იქ ჩიტი ვერ შეფრინდება, საშვია საჭირო, რომ შენობაშ შეხვიდე. ქვეყანას არ აქვს, მაგალითოდ, ომის დროს ევაკუაციის გეგმა, მაგრამ დანამდვილებით აქვს არქივის ევაკუაციის გეგმა. რა არის არქივში შენახული? დოკუემნტები, ვიდეომასალა, აუდიომასალა და ფოტომასალა ანუ რეალურად, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ გვქონდეს ისტორიული მეხსიერება. როგორც კი მოძებნიან შესაბამის დროს, მაშინვე იწვება არქივი. რა მოუვიდა შსს-ს უშიშროების არქივს?, - ამბობს კიევ ერთი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული არქივში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.