მკვლელობა ნარუჯაში - ადგილობრივების თქმით, შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

09.09.23 12:26
მკვლელობა ნარუჯაში - ადგილობრივების თქმით, შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

რა გახდა სოფელ ნარუჯაში მამის მიერ შვილის მკვლელობის მიზეზი - ადგილობრივები ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ 77 წლის პენსიონერს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის მუდმივად მკურნალობას გადიოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი სულ არსებობდა, რაც გუშინ უმძიმესი ამბით დასრულდა. 

მეზობლების თქმით, ბოლო კონფქლიტი საერთო, თხილის ბიზნესის გამო წარმოიშვა.

დაკავებულია თუ საგიჟეთში ჰყავთ, არ ვიცი. თეთრი ბილეთი ჰქონია მაგას, - ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში 77 წლის პენსიიონერმა საკუთარი 40 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. საზარელი შემთხვევა გუშინ მოხდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. 77 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

მსგავსი სიახლეები