ლანჩხუთის მოსახლეობა შველას ითხოვს - სტიქიის ეპიცენტრი მეწყერსაშიშ ზონად გადაიქცა

09.09.23 13:13
ლანჩხუთის მოსახლეობა შველას ითხოვს - სტიქიის ეპიცენტრი მეწყერსაშიშ ზონად გადაიქცა

ლანჩხუთის მოსახლეობა შველას ითხოვს. სტიქიის ეპინცენტრი მეწყერსაშიშ ზონად არის გადაქცეული.  ეზოებში მიწის ნაპრალებია გაჩენილი, სახლები დატბორილია, მდინარეს ჯებირები აქვს გამოცლილი, ხიდები კი წყალმა წაიღო.  გზების ნაწილი ამ დრომდე ჩახერგილია. ხალხი ყოველ წუთს უარესი სცენარის მოლოდინშია. ამის მიუხედავად, ლანჩხუთელები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან ზარალის დასათვლელად არავინ მისულა.

"პირველები" გურიანის თემში ჩავიდა, სადაც იქ არსებული მძიმე ვითარება გადაიღო. კადრში კარგად ჩანს, რომ სახლთან მეწყერია მიმდგარი და შეთი სახლი რამენიმე ათეულია.

ადამიანები ამბობენ, რომ სახლებში ღამის გათენების ეშინიათ.

ზარალი მივიღეთ ძალიან დიდი. ახლა სახლი რომ დგას, ამ სახლებთან 10 მეტრში იმხელა მეწყერია მოსული და უკანა მხარე, რაც შემოსავალი, თხილი გვქონდა, აბსოლუტურად, 3-4 ტონიანი ბაღი ჩამარხულია მიწაში, უფსკრულია გაკეთებული. კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს, შეიძლება დაარტყას და სახლი აიყაროს ერთიანად. ღამე მეშნია გათევის, მთელი ღამე მე და ჩემი მეუღლე კარებთან ვსხვედვართ. მერიიდან ჯერჯერობით ვინმე აქ არ მოსულა. ამას შეტყობინების გაგზავნა უნდა? ეტყობა, ახლაც ელოდებიან, როდის ჩავიმარხებით ჩვენ მიწაში, - ამბოლბს ადგილობრივი. 

ლანჩხუთის მერი კი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ყველგან პირადად იყო მისული და ყველაფრის საქმის კურსშია.

გუშინ მთელი დღის განმავლობაშ მოძრაობდა ყველა ბრიგადა აბსოლუტურად, მერიის ყველა სამსახური იყო ჩართული, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იყო ჩართული. მე პირადად დავდიოდი, ძირითადად გუშინ, 80% მთელი დღის განმავლობაშ ვიყავი ჩოჩხათის თემშ. დღესაც ჯგუფები გასულია ადგილზეს, მაქსიმალურად მუშაობს ყველგან ტექნიკა, - ამბობს მერი. 

 

 

მსგავსი სიახლეები