"ყველა სახის დაცვითი სისტემები გვქონდა" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეროვნულ არქივში გაჩენილ ხანძარზე

09.09.23 13:31
"ყველა სახის დაცვითი სისტემები გვქონდა" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეროვნულ არქივში გაჩენილ ხანძარზე

რა დაიწვა ეროვნული არქივის საცავებში? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხ-აუცემელია. არქივი იუსტიიცის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. დღეს რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელი თავის მართლების რეჟიმში იყო გადასული. მინისტრის  მოადგილის მტკიცებით, ფირების საცავებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მოქმედებდა და რისკების შესახებაც ინფორმირებულები იყვნენ.

რაც შეეხება, თუ რა განადგურდა, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ. ვიცოდით ამ რისკების შესახებ, ჩვენ გვქონდა ყველა სახის დაცვითი სისტემები, თუმცა რა, მოგეხსენებათ, რომ ეს არის აალებადი კინოფირები. ყველა საჭირო პროცედურა და სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების  დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული. პირველადი დეტექსიაც, ასევე ის სახანძრო სპეციალური სისტემა, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული, ეს ჩაირთო, ამან იმუშავა, - ამბობს ბუბა ლომუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები