რა გახდა ეროვნულ არქივში ხანძრის გაჩენის მიზეზი? - ხელოვნებათმცოდნეები დივერსიას არ გამორიცხავენ
კინომცოდნეები ამბობენ, რომ ეროვნულ არქივში გაჩენი ხანძარი კითხვებს აჩენს. ისინი ეჭვობენ, რომ ცეცხლი არქივში შემთხვევით არ გაჩენილა.
ხელოვნებათმოცდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მასალის გამონაბოლქვი, რომელიც გუშინ დაიწვა, სიცოცხლისთვის საშიშია და ამაზე პასუხისმგელობა ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და მთავრობის ადმინისტრაციას ეკისრებათ.
თუ დაცული იყო და არანაირი კითხვის ნიშანი ამ თვალსაზრისით არ არსებობდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ საქმე გვაქვს დივერსიასთან. იბადედბა შეკითხვა, ხომ არ წაუკიდა ვიღაცამ ცეცხლი? ეს არის მე-20 საუკუნის კინოფირები, თუმცა შეიძლება იყოს უფრო ადრეული პერიოდიც. მათ შეიძლება არ იციან მოცულობა, ვთქვათ, ზარალის, მაგრამ მათ ზუსტად იციან, იმ კონკრეტულ ბლოკში რა ინახებოდა. მასალა, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის და სიღრმისეული ჩასუნთქვის შემთხვევაში შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, ამის პასუხისმგებლობა მთლიანად გუშინ უნდა ჰქონოდა ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და მთავრობის ადმინისტრაციას, - ამბობს ხელოვნებათმოცდნე ცირა ელისაშვილი.