სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა - მესამე სექტორი აშშ-ს სენატორებს შეხვდება

03.06.21 13:23
სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა - მესამე სექტორი აშშ-ს სენატორებს შეხვდება

ე.წ. კლანი, სასამართლო რეფორმა და საარჩევნო გარემო - არასამთავრობო სექტორი ამერიკელ სენატორებს შეხვდება. ,,საია"-ს თავმჯდომარე იმ ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი თქმით, პრიორიტეტულია. ნიკოლოზ სვიმონიშვილი სასამართლო სისტემის სიღრმისეულ რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი საარჩევნო გარემოს საკითხიც. 

ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება სასამართლო რეფორმის აუცილებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ნათელი პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლო რეფორმა, სიღრმისეული, აუცილებლად გატარდება და არა იქნება  მოცული მხოლოდ პროცედურული ცვლილებებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ჩვენ სენატორებთან ვისაუბროთ სასამართლო სისტემის, იუსტიის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე. ასევე, საარჩევნო გარემოსთან მიმართებით. ეს ორი ძირითადი საკითხი იქნება, რაზეც ჩვენ გვექნება დისკუსის სენატორებთან, - აცხადებს ,,საია"-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ სვიმონიშვილი.

მესამე სექტორი უცხოელ დიპლომატებს სასტუმრო „მერიოტში“ შეხვდება.