შრომა, ჯუმათი, კონჭკათი - გურიის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

შრომა, ჯუმათი, კონჭკათი - გურიის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. სტიქიის ზონიდან ადგილობრივები უსაფრთხო ადგილებზე გაჰყათ. ყველაზე მძიმედ ვითარება სწორედ ამ სოფლებში ფასდება. არსებობს მეწყერის განმეორების საფრთხები. ამ დრომდე გარესამყაროსს მოწყვეტილიაა ათეულობით ოჯახი. გურულები დახმარების მოლოდინში არიან.
წუხელ მეზობლებში გავათენეთ, სადაც დაცული ვიყავით უფრო. მე და ჩემი შვილები, 4 ბავშვით გამოვდივართ, - ამბობს ადგილობრივი, რომლის ევაკუაციაც ცოა ხნის წინ გახორციელდა.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე სამაშველო ტექნიკა მუშაობს. ოზურგეთის მერი ირწმუნება, რომ მოწყვეტილ უბნებში თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია აქვთ.
გუშინვე აქტიურად მიმდინარეობა მუშაობა, ყველა მოსახლესთან გავედით კომუნიკაციაზე. ვისაც შესაძლებელი იყო, რომ დაეტოვებინა, პირველ რიგშ იყო, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, გადაყვანილი იქნენ უსაფრთხო ლოკაციებზე. დღესაც გრძელება აქიურად მუშაობა, გავყავს გზები. 300 აბონენტამდე არ მიეწოდებოდას ელექტროენერგია, თუმცა ახლა სადაც ვიმყოფები, შემიძილა დავადასტურო, რომ აღდგენილია ამ მონაკვეთძე ელექტროენერგია... რაც შეეხება მოწყვეტიმუბანს,ა სეთი უბანი რამდენიმეა დარჩებილი, თუნცა პირდაპირ კომუნიკაციაზე ვართ თითოეულ მოსახლესთან, - ამბობს ავთანდილ თალაკვაძე.
ადგილობრივი მტავორბის ცნობით, ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა მოსახლე უსაფრთხო ადგილზე იქნება გადაყვანილი.