ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე - ოპოზიციის თქმით, მთავარი დამნაშავე "ქართული ოცნებაა"

03.06.21 13:37
ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე - ოპოზიციის თქმით, მთავარი დამნაშავე "ქართული ოცნებაა"

ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე - ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. 

"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, ეჭვობს, რომ ნავთობპროდუქტთა ბაზარზე ფასების დადგენა ჩარევითა და კონკურენციის შეზღუდვით ხდება. 

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში კონკურენციის სააგენტო ჯეროვნად არ მუშაობს. 

გუშინ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ზღაპრები, რომ ისინი ფასების სტაბილიზაციაზე მუშაობენ, რაც არის აბსურდი. დღეს საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვინც საკუთარ თავზე არ გამოცადა ინფლაციის ეს მაჩვენებელი"- აცხადებს ბუაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის, თქმით, იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლების შემოსავლის უდიდესი ნაწილი სურსათსა და მედიკამენტებში იხარჯება, ინფლაცია ორჯერ უფრო მეტია. 

ეს პირდაპირ იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც მთავრობა წლების განმავლობაში ატარებს. თავის გემოზე მიშვებული ლარი, ბიუჯეტიდან ფულის კორუფციული ხარჯვა, უკონტროლო გაფლანგვა მათ შორის საგარეო რესურსების"- დასძინა გოცირიძემ. 

მძიმე სურათში მთავრობის ეკონომიკური გუნდია: 

არცერთი საწარმოს ხელმძღვანელი, არცერთი ბიზნეს ოპერატორი, არცერთი ნავთობკომპანია არ არის მთავარი, დამნაშავე დღეს შექმნილ მძიმე მდგომარეობაში არის ლარის გაუფასურება, გაზრდილი გადასახადები და გაზრდილი რეგულაციები. ამ ეკონომიკური პოლიტიკის შემოქმედი არის ,,ქართული ოცნებაა". მანამ, სანამ ეს პოლიტიკა და ან ეს მთავრობა არ შეიცვლაბა, კიდევ უფრო უკან წავალთ"- თქვა კაკო ბობოხიძემ. 

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა (42.7%).