"კრიტიკული წერტილებია, სადაც მეწყრული პროცესებია" - გურიაში, ამ დრომდე, სტიქიის შედეგებს ითვლიან

10.09.23 12:08
"კრიტიკული წერტილებია, სადაც მეწყრული პროცესებია" - გურიაში, ამ დრომდე, სტიქიის შედეგებს ითვლიან

გურიაში, ამ დრომდე, სტიქიის შედეგებს ითვლიან. დილიდან ოზურგეთსა და ლანჩხუთში მაშველებმა სამუშაოები განაახლეს. ყველაზე რთულად ვითარება ისევ ლანჩხუთში ფასდება. დღეს არ წვიმს, თუმცა ბოლო ცნობებით, გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ათობით ოჯახი, ათობით სოფლიდან ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადასტურებს რომ ამ დრომდე არსებობს მეწყერსაშიში ზონები, მაგრამ კონკრეტულად სად, ამას არავინ ამბობს. 

მერაბ გამყრელიძე ამბობს, რომ ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია 4 სოფელს.

ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ ადგილზე ჩასულ გეოლოგებსაც. 

დაახლოებით 100 ოჯახია გამოყვანილი და სასტუმროშია განთავსებული. სანამ ყველა ლოკაციას არ შეისწავლიან და დასკვნას არ დავდებთ,  კრიტიკული წერტილები, სადაც მეწყრული პროცესებია, ცოტახნით ის სახლები უნდა დავტოვოთ. 

დღეის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია. გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია ისევ გათიშული და დღეს დილიდან დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია 4 სოფელს, თუმცა აღდგენითი სამუშაოები გაწმენდით სამუშაოებთან ერთად დაწყებულია. ვინაიდან, ელექტროენერგიის ბოძებია წაღებული და იმის აღდგენასაც, რა თქმა უნდა, ცოტა დრო დასჭირდა". - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

 

 

 


 

მსგავსი სიახლეები