"ჯიპი ავტობუსის ზოლზე იყო გადასული, მთელი ვაკე აქ იდგა" - თვითმხილველები ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაზე

10.09.23 14:36
"ჯიპი ავტობუსის ზოლზე იყო გადასული, მთელი ვაკე აქ იდგა" - თვითმხილველები ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაზე

ვინ მართავდა რენჯ როვერის მარკის ჯიპს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსს შეეჯახა? "პირველები" დილიდან ცდილობს გაარკვიოს, ავტომობილის მფლობელის ვინაობა. თვითმხილველების მონაყოლით ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ვაკეში ავტობუსის ზოლში სცადა მანქანის მობრუნება და გზის საპირისპირო მხარეს გადასვლა.

ავტობუსის ზოლთან იყო გადმოსული. მთელი ვაკე აქ იდგა" - ამბობს თვითმხილველი.

თვითმხილველების თქმით, ჯიპის მძღოლი კვალის მანქანაზე ნომრების მოხსნას ცდილობდა.

ამ ინციდენტის დროს ორი მგზავრი დაშავდა, ორივე უცხოელია. ისინი გუშინ გადაყვანეს სააავადმყოფოში. ავარია თურქეთის საელჩოს სიახლოვეს მოხდა. მოქალაქეებმა ეს შემთხვევა მობილურითაც გადაიღეს. საჯარიმოზეა გადაყვანილი ავტობუსი. "პირველების" ინფორმაციით, საჯარიმოზეა გადაყვანილი რენჯ როვერის მარკის ჯიპიც.

მომხდარზე გამოიება 276-ე მუხლით არის მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები