სტიქიიდან მესამე დღეს, გურიაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა - ხალხი დახმარებას ითხოვს
სტიქია გურიაში - ლანჩხუთის და ოზურგეთის სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხი უკვე გაიყვანეს. ორ ოჯახს დაატოვებინეს სოფელი მამათი.
ათასამდე აბონენტი მთელი დღე ელექტროენერგიის გარეშე იყო. სტიქიამ დააზიანა გაზის მილებიც. განადგურებულია 100-მდე სახლი, სახნავ- სათესი მიწები. ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. გურიაში დღეს გეოლოგები მუშაობდნენ. სპეციალისტებმა ე.წ, აქტიური კერები შეისწავლეს. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.