ალადაშვილის კლინიკაში, ამ წუთებში, ექიმები 60 წლამდე მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ
ალადაშვილის კლინიკაში, ამ წუთებში, ექიმები 60 წლამდე მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ. ის მუშაა, რომელიც წერეთლის გამზირზე მშენებლობისას ავტოფარეხის სახურავიდან გადმოვარდა. მდგომარეობა კრიტიკულ მძიმეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
არის უმძიმესი მდგომარეობა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ტრავმული შოკით, სახის და ქალას ძვლების მოტეხილობებით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე". - ამბობს ექიმი.
ფაქტს შეესწრო "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"კიბეზე იდგა მაღლა, კიბემ გადავარდნა დაიწყო, მეც ყვირილი, ეს კაციც მიჰყვა ამ კიბეს. ეს კაცი პირდაპირ თხემით დაეცა. ძაან ცუდი სანახავი იყო. თავი სულ გადახსნილი ჰქონდა, სისხლი სდიოდა ძალიან ბევრი". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ამბავზე გამოძიება 240-ე მუხლით უკვე დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.