ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - მანქანა ქვეითს დაეჯახა, მოქალაქე ადგილზე დაიღუპა

11.09.23 14:11
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - მანქანა ქვეითს დაეჯახა, მოქალაქე ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტომობილი ქვეით კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც, ის ადგილზე დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, მძღოლი უკვე დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები