მჯერა, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი - არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

03.06.21 14:42
მჯერა, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი - არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ომბუდსმენს უფლება აქვს, მონიტორინგი ყველგან ჩაატაროს, მათ შორის, დახურულ დაწესებულებაში - ამის შესახებ ..ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა. არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ბავშვთა უფლებების შესწავლის თემა მოგვარდება.

ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს - აქვს უფლება, ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვები მათ შორის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნონოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბენეფიციართა უფლებების დარღვევა ხდება, სახალხო დამცველს ამ დრომდეც არ უშვებენ.  

მსგავსი სიახლეები