პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, მოვითხოვ, გააღეთ პანსიონის კარი! - გიგი უგულავა

03.06.21 14:55
პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, მოვითხოვ, გააღეთ პანსიონის კარი! -  გიგი უგულავა

გიგი უგულავა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებულ სკანდალში საპატრიარქოს პასუხმგებლობას ხედავს. უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სახელმწიფოს დუმილი მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან ის კრიტიკისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იცავს. 

პოლიტიკოსი ხელისუფლებას და საპატრიარქოს ბავშვთა სახლის კარის გაღებას სთხოვს.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს, მათ შორის, ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონოს კარი, - წერს უგულავა.