მივმართავთ შსს-ს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები - საპატრიარქოს განცხადება ნინოწმინდაზე

03.06.21 16:34
მივმართავთ შსს-ს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები - საპატრიარქოს განცხადება ნინოწმინდაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით  შსს-ს განცხადებით მიმართავს. საპატრიარქოს პრესსსამსახური ძალოვან უწყებას  ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეების გაასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას, - ნათქვამია განცხადებაში.
 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების მიხედვით, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

 

მსგავსი სიახლეები