ნინოწმინდის პანსიონში "ობიექტივი" შეუშვეს და მეუფის საქებარი ვიდეოები ჩააწერინეს (ვიდეო)

03.06.21 16:45
ნინოწმინდის პანსიონში "ობიექტივი" შეუშვეს და მეუფის საქებარი ვიდეოები ჩააწერინეს (ვიდეო)

ნინოწმინიდის დახურულ ბავშვთა პანსიონატში დღეს "ობიექტივის" გადამღები ჯგუფი შეუშვეს. აღსაზრდელები კამერის წინ მეუფე სპირიდონს აქებენ და ამბობენ, რომ დასჯის მეთოდებს ადგილი არ ჰქონია. 

მეუფე ძალიან კარგია, მინდა, სულ ჩვენთან იყოს. მასწავლებლები არ გვსჯიან, უბრალოდ, თბილად გვეუბნებიან, რომ ჭკვიანად იყავი, არ იცელქო....

არც ერთ ჟურნალისტს არ ვაძლევთ კომენტარს, ისინი იტყუებიან, ამბობენ, რომ ბავშვებს მუხლებზე აყენებენ და სცემენო, ეს არის ტყუილი,"- ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, თქმით, გამოძიება  ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც  მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების მიხედვით, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები