"სისტემა არის მთლიანად გახრწნილი" - მიშა მშვილდაძე საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს გეგმავს

12.09.23 15:29
"სისტემა არის მთლიანად გახრწნილი" - მიშა მშვილდაძე საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს გეგმავს

სისტემა არის მთლიანად გახრწნილი, - ასე აფასებს "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე კაციტაძის უწყების მიერ მისი ცემის საქმის დახურვას. მშვილდაძე ამბობს, რომ გაყალბებაში სხვა და სხვა შტოებია ჩართული, თუმცა საქმეს საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

სისტემა არი მთლიანად გახრწნილი. სუსის ჩვენებებია აბსოლუტურად გახრწნილი. ისეთ სისულელეებს ბოდავენ, რომ ვითომ იქ ვიღაცა სხვას უთვალთვალებენ. სრულად გახრწნილია. მერე ამაში ჩართულია უკვე პროკურატურაც, მულტი ის არის... სხვა და სხვა შტოები ჩართული ერთად გაყალბებაში. მთლიანად ჩვენი სამართლდამცავი სისტემა არის აწყობილი საქმეების ჩაფარცხვაზე და არა გამოძიებაზე. ერთი პატიოსანი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, მას შეუძლია ეს საქმე მთლიანად გაშალოს. თუ არადა, მერე არის იქით სტრასბურგი, საერთაშორისო სასამართლოები. იქ საერთოდ საკამათო არაფერია, - ამბობს მშვილდაძე. 

პოლიტიკური დაკვეთა ამჯერადაც შესრულებულია - მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო სამსახურმა დახურულად გამოცხადა, თან ისე, რომ მედიამენეჯერის ცემის დამკვეთები და ფიგურანტები არ გამოვლინა. მიუხედავად იმისა, რომ კაციტაძის უწყებას ყველა მტკიცებულება ჰქონდა, რომელიც სუსის მიერ ჩადენილ დანაშალს პირდაპირ ადასტურებდა, მაღალჩინოსნების დაკავება ვერ გაბედა. ჯოხი მხოლოდ შემსრულებელზე დგადატეხეს, სხვა ფიგურანტები კი საქმიდან გააქრეს.  

შეგახსენებთ, რომ "ფრომულას" დამფუძნებელს თავს 27 ივნისს მეტრო დელისთან დაესხნენ. 

მსგავსი სიახლეები