რატი ბრეგაძე სკანდალშია - ქუთაისის და ქსნის ციხეებში პატიმრებმა ბუნტი მოაწყეს
რატი ბრეგაძე დიდ სკანდალშია. ქუთაისის მეორე და ქსნის მეათე დაწესებულებებში პატიმრების ბუნტია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქუთაისში, სადაც პროტესტი მასშტაბურია. 50-მდე პატიმარმა რადიკალურ ფორმას მიმართა. ნაწილმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, ნაწილი კი შიმშილობს.
ასე აპროტესტებენ მსჯავრდებულები ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას. ამბავი დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა გამოიტანა, რის შემდეგაც იურისტებს ციხეში შესვლა შეუზღუდეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.