ცოტა დრო დაგვრჩა და მალე შევალთ - სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონზე

03.06.21 18:38
ცოტა დრო დაგვრჩა და მალე შევალთ - სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონზე

ცოტა დრო დაგვრჩა და მალე შევალთ, როგორც საჭიროა, მონიტორინგს ჩავატარებთ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ტვ პირველის ეთერში ნინოწმინდის პანსიონატზე საუბრისას განაცხადა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონის არა მარტო ყოფილი, არამედ მოქმედი ბენეფიციარების მშობლები დაუკავშირდნენ და ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, პანსინში 8 ბავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა, რამდენად შესაბამისი სერვისი არსებობს შშმ პირებისთვის, ეს გაურკვეველია. მისი თქმით, პანსიონში არ შედის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. 

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მონიტორინგის მიზნით პანსიონში მალე შევლენ.

არ გვიშვებენ შიგნით, მაგრამ ინფორმაციები მოგვდის. არ გვაქვს უფლება, მათ შესახებ საჯაროდ ვისაუბროთ. არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი ბენეფიციარების მშობლები გვიკავშირდებიან და უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. 

მივმართავ ყველას, თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ, მოგვაწოდეთ, რადაგან ცოტა დრო დარჩა ,ჩვენ მალე შევალთ, როგორც საჭიროა, ისე ჩავატარებთ მონიტორინგს და არა მარტო მონიტორინგს, დარწმუნებული ვარ, მალე სახელმწიფოს მოუწევს გაატაროს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს და ეს ბავშვები უნდა გადავიყვანოთ, ოჯახებში უნდა დავაბრუნოთ მაქსიმალურად ოჯახთან დაახლოებულ გარემოში - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის ბავშვთა  პანსიონში არსებული დარღვევების შესახებ სიუჟეტს ტვ პირველი ხვალ, ,,ნოდარ მელაძის შაბათში" შემოგთავაზებთ.