სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ორი პირი

03.06.21 18:46
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ორი პირი

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - გამსახურდიას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცავებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები გაჩხრიკეს, თუმცა ამოიღეს თუ არა მათ ნივთმტკიცება, უცნობია. 

სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.