ერთად ვართ და ძმობას არ ეღალატება" - რიონის მცველებმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს

03.06.21 19:44
ერთად ვართ და ძმობას არ ეღალატება" - რიონის მცველებმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს

 ნამოხვანჰესსის მოწანააღმდეგებმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს. ცერემონია საყულიას ეკლესიაში გაიმართა.

ნამაჰვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რამდენიმე თვეა, უწყვეტ პროტესტს მართავენ. ისინი იმყოფებოდნენ დედაქალაქში, სადაც გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა და კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში და  აღიძრას სისხლის სამართლის საქმე  ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ. 

 

 

მსგავსი სიახლეები