ამერიკა მზად არის, საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოუყოს - ჯინ შაჰინი

03.06.21 19:59
ამერიკა მზად არის, საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოუყოს - ჯინ შაჰინი

"თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, გამოუყოს საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიხიტით იმყოფება. 

სენატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ და რა რაოდენობის ვაქცინაზეა საუბარი. 

ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი დღეს არასამთავრობო სექტორს, საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, საღამოს კი შეხვედრა ოპოზიციასთანაა დაგეგმილი.