ადვოკატის თქმით, ქუთაისის ციხიდან 20 პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს - რას ამბობენ კლინიკაში?
ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისის მე 2 დაწესებულებიდან ბოლო ორი დღის მანძილზე 20 პატიმარი კლინიკა ვივამედში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ლედი ტუკვაძე ამტკიცებს, რომ პროტესტი 5 კამერაში დაიწყო და პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდადებულები უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრების არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდა, მსჯავრდებულები ციხეში დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოლო 2 დღეში, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს უარყოფს.
როგორც მან„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქუთაისიდან პატიმრების „გადმოყვანა არ მომხდარა“.