მწვავე ინტოქსიკაცია სამეგრელოში - ზუგდიდის საავადმყოფოში 8 ახალგაზრდა შეიყვანეს

03.06.21 22:23
მწვავე ინტოქსიკაცია სამეგრელოში - ზუგდიდის საავადმყოფოში  8 ახალგაზრდა შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 8 ახალგაზრდა შეიყვანა. ყველა მათგანს მწვავე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

როგორც კლინიკის მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა,  რვავეს დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი აქვს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო 5 ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს.