კრიმინალური ვენდეტა გორში - მოკლულია კახა საბანაძის ნათესავი

04.06.21 06:21
კრიმინალური ვენდეტა გორში - მოკლულია კახა საბანაძის ნათესავი

კრიმინალური ანგარიშსწოება გორში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის, ახლო ნათესავი. 

როგორც ირკვევა, ზურაბ რიკრიკაძეს ვინმე "სემსოტამ" ესროლა. 42 წლის მამაკაცს ტყვია ფეხში მოხვდა და სისხლისგან დაიცალა. 

მკვლელობა სავარაუდოდ წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აცხადებს ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მერაბ მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები