მასობრივი მოწამვლა ზუგდიდში - ინტოქსიკაციის მიზეზად ბიო ნარკოტიკი სახელდება
ზუგდიდში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზად ბიო ნარკოტიკი სახელდება. 8 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გუინ მოათავსეს.
როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
დღის განმავლობაში დაუზუსტებელი უცნობი ნივთიერებების ინტოქსიკაციით ემერჯენისის განყოფილებაში შემოვყანილია 8 პაციენტი. აქედან 2 მოყვანილია უცხო პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. ეს პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია არიან მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, რის შემდეგაც მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციულ გნაყოფილებაში.
დანარჩენი 6 პაციენტი გადმოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. ყველა პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმტომები, უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ჩაუტარდა პაციენტებს ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ნაწილი გადავიდა სომატური განყოფილების ტოქსიკოლოგიურ პალატებში, ნაწილი ჯერჯერობით მკურნალობას გადის ემერჯენსში", - თქვა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა მაია ესებუამ.