10 ტყვია ესროლა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სისხლისგან დაიცალა - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

04.06.21 10:46
10 ტყვია ესროლა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სისხლისგან დაიცალა - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

კრიმინალური ვენდეტა გორში - ტვ პირველმა ვერხვების დასახლებაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.

როგორც ირკვევა, 42 წლის ზურაბ რიკრიკაძეს მეტსახელად "ტრუტს" 10-მდე ტყვია ესროლეს, აქიდან სასიკვდილო ფეხში მომხდარი ტყვია გახდა - ახალგაზრდა კაცი სისხლისგან დაიცალა.  

მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს ავტომობილების სახელოსნოში დაუპირისპირდნენ. სროლას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. 

"პირველების" ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობის ბრალდებით, შალვა გულიაშვილს, "სემსოტას" ეძებს. 

გულიაშვილი სასჯელს 16 წლის განმავლობაში იხდიდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნასამართლევია თავად რიკრიკაძეც, ის წლების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. 

 

მსგავსი სიახლეები