პროტესტის 25-ე დღე - შუქრუთელებმა სასმელი წყლის მიღებაზეც უარი თქვეს

04.06.21 11:25
პროტესტის 25-ე დღე - შუქრუთელებმა სასმელი წყლის მიღებაზეც უარი თქვეს

პროტესტის 25-ე დღეს შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადადიან და სასმელი  წყლის მიღებაზეც უარს ამბობენ. შუქრუთელების პროტესტი თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოშიმშილეებიდან სამი ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა. 

მოშიმშილეებს ცოტა ხნის წინ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, შეხვდა.

შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და მათი სახლები ინგრევა.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური წარმომადგენლის, ნიკოლოზ ჩიქოვანის, განცხადებით,  კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს გამოწვეული ზარალი და ასანაზღაურებელი თანხა ამის მიხედვით განისაზღვროს.

მსგავსი სიახლეები