სისხლიანი ანგარიშსწორება ჩუმლაყში - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ გურჯანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში აპრილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1971 წელს დაბადებული დ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა"- აცხადებენ უწყებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.