მოხდეს ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან - PHR სასამართლოს მიმართავს

04.06.21 11:17
მოხდეს ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან -  PHR სასამართლოს მიმართავს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საქმეზე დავა სასამართლოში მიდის. არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელს რამდენიმე საათში შეიტანს და ტერიტორიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვს. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ყოველ წუთს საფრთხის შემცვლელია ბავშვების ყოფნა, რის გამოც სასამართლოს სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ.

ჩვენ, როგორც ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, მივიჩნევთ, რომ ეს არის სასწრაფო რეაგირების საფუძველი, მაგრამ მთავრობა აყოვნებს, რითიც ხდება თანამონაწილე ბავშვთა უფლებათა დარღვევის. დღესვე არის საჭირო ყველა ბავშვის გამოყვანა, მონიტორინგი აღარ არის საკმარისი. უზრუნველყოფის ღონისძიება შეგვაქვს და სასამართლოს ვთხოვთ, 1 დღის ვადაში დაავალოს მთავრობას ბავშვების გამოყვანა", - ამბობს ანა არგანაშვილი.