ახალი სასწავლო წელი და მოუგვარებელი პრობლემები - განათლების ექსპერტები კორუფციაზე საუბრობენ

15.09.23 17:45
ახალი სასწავლო წელი და მოუგვარებელი პრობლემები - განათლების ექსპერტები კორუფციაზე საუბრობენ

რატომ არღვევს განათლების  სამინისტრო მოსწავლეების უფლებებს?  მას შემდეგ, რაც ახალ სასწავლო წელს უწყება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, ეს ყველაფერი უკვე სწავლის ხარისხზეც აისახება. მოსწავლეებს მეორე ცვლაში გაკვეთილები შემცირებულ დროში უტარდებათ. 

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ათი ათასამდე ბავშვი შემოკლებული გაკვეთილების გამო ახლა შესაბამის განათლებას ვერ იღებს და სწორედ ამიტომ ზიანდება მომავალი თაობა. უმეტეს მათგანს კი რეპეტიტორებთან სიარული სჭირდებათ, რათა პროგრამას დაეწიონ, რაც დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მთავრობა არ ფიქრობს საერთოდ იმ შედეგებზე, რაც ამ ტიპის დამოკიდებულებას მოჰყვება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლის წარმატებაზე და ნეგატიურად მოქმედებს სწავლის ხარისხზე". - ამბობს განათლეის ექსპერტი.

განათლების ექსპერტები ასევე საუბრობენ გულგრილობასთან თუ სავარაუდო კორუფციასთან, რის გამოც კომპანიებმა არსებული ვალდებულებები არ შეასრულეს და სკოლების გარემონტება დროულად არ დაასრულეს. 

"მილიონი შესყიდვა ხდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც აჩენს ეჭვს, რომ განათლების სამინისტრო იმართება ნეპოტიზმით და კორუფციით. ათი ათასამდე მოსწავლე ვერ იღებს განათლებას იმ საკლასო ოთახში, რომლებიც მათთვის იყო თავის დროზე გამოყოფილი. ეს ურტყამს განათლების ხარისხს". - ამბობს განათლეის ექსპერტი.

15 სექტემბერს სკოლის ზარი არ დაირეკა თბილისის მასშტაბით 40, ხოლო საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლაში.  მოსწავლეების უმეტესობას კი სკოლამდე მისასვლელად დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

მსგავსი სიახლეები