ვითარება ნინოწმინდის პანსიონში - ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემებზე 3 წლის შემდეგ ალაპარაკდა
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 2018 წელს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის შედეგად ხარვეზები აღმოჩინეს.
ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, არ ხდებოდა 12 თვეში ერთხელ 12 დღიან აგარაკზე გაყვანა ბავშვების და საკვების მენიუში არ იყო 3 კომპონენტიანი სადილი. აი, ეს დარღვევები იყო, - ამბობს თანამშრომელი.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღეს შევიდნენ. მათ ადგილზე პანსიონის სალიცენზიო პირობები უნდა შეამოწმონ.