ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა - ზრუნვის სააგენტო

04.06.21 11:43
ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა - ზრუნვის სააგენტო

ვითარება ნინოწმინდის პანსიონატში - ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა. 

მათივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ 10- მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.

ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10- მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, “- წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები