თბილისში კომენდანტის საათის დროს კაცი დაჭრეს - დაკავებულია 1 პირი
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, კაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული პირი, მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.